GLOBSEC 2022 ფორუმი

GLOBSEC 2022 ფორუმი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ბრატისლავაში,
GLOBSEC 2022 ფორუმის ფარგლებში, „Europe’s Addiction Problem: Russian Energy”
განხილული საკითხების შეფასებისას მედიასთან ისაუბრა.
ლევან დავითაშვილის განცხადებით, გამოწვევები, რომლებიც, მათ შორის,
ეკონომიკური უსაფრთხოების თვალსაზრისით დგას მსოფლიოს წინაშე, დაძლეული
უნდა იყოს საერთო ძალისხმევით.
„მონაწილეობა ისეთ ღონისძიებებში, სადაც თავს იყრიან ევროპის როგორც
პოლიტიკური, ისე ბიზნესლიდერები და მათთან მუდმივი კომუნიკაცია, საქართველოს
გზავნილების პირველი წყაროდან მიტანა, საქართველოს პრიორიტეტულობის კიდევ
ერთხელ წარმოჩენა და დაფიქსირება ძალიან მნიშვნელოვანია“ – აღნიშნა ლევან
დავითაშვილმა.
მისივე შეფასებით, დღეს ერთობის გარეშე არაფრის მიღწევა არ გამოვა და ერთობა
ჭირდება როგორც საქართველოს, ისე ევროკავშირს. ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს
განსაკუთრებული როლი გააჩნია, რათა თავისი წვლილი შეიტანოს ევროპის
ეკონომიკურ უსაფრთხოებაში.
„ენერგეტიკული რესურსების ალტერნატიულ მარშრუტებს და ზოგადად, მიწოდების
დივერსიფიკაციას დღევანდელ დღეს ძალიან დიდი მნიშვნელობა გააჩნია. ჩვენი
თანამშრომლობა ევროკავშირთან კიდევ უფრო მაღალ ხარისხში უნდა განვავითაროთ
იმისთვის, რომ უზრუნველვყოთ როგორც საქართველოს უსაფრთხოება,
ენერგოდამოუკიდებლობა, ასევე წვლილი შევიტანოთ საერთო ევროპულ ეკონომიკურ
უსაფრთხოებასა და ეკონომიკურ დამოუკიდებლობაში“ – აღნიშნა ლევან
დავითაშვილმა.
ვიცე-პრემიერი სლოვაკეთში საქართველოს სამთავრობო დელეგაციის ვიზიტის
ფარგლებში იმყოფება, რომელსაც ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს.

მსგავსი სიახლეები

სოხუმის აეროპორტის ამოქმედება ზაფხულამდე იგეგმება – ე.წ. ელჩი

სოხუმის აეროპორტის ამოქმედება ზაფხულამდე იგეგმება – ე.წ. ელჩი

“სოხუმის ახალი აეროპორტის ამოქმედება 2025 წლის ტურისტული სეზონის დაწყებამდე იგეგმება”, – ამის შესახებ პროპაგანდისტულ გამოცემა Sputnik-თან, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ელჩმა რუსეთში,…
აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები 15 თებერვალს ჩატარდება

აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები 15 თებერვალს ჩატარდება

დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები 15 თებერვალს ჩატარდება. ინფორმაციას რუსული მედია ე.წ. ცესკო-ზე დაყრდნობით ავრცელებს. აღსანიშნავია, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში…
მერიის 2025 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტით, ხარჯები 241 მლნ-ით, 1.8 მილიარდამდე მცირდება

მერიის 2025 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტით, ხარჯები 241 მლნ-ით,…

თბილისის მერიამ საკრებულოს 2025 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტი წარუდგინა, რომელიც საკრებულოში განხილვების შემდეგ დაკორექტირდება. ბიუჯეტის პირველადი პროექტით, თბილისის მერიის ხარჯები 1,781,853,300…